სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ, რუსეთის სახელმწიფო მედიას RIA-ს განუცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, სტამბოლის მოლაპარაკებების განახლებისთვის, მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვის და მათი განხილვისთვის", – განაცხადა მედინსკიმ.
მედინსკის თქმით, მის დელეგაციაში შედიან "ყველა შესაბამისი უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები" – რაც შესაძლოა იყოს პასუხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკაზე იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა "თავად არ ჩასულიყო თურქეთში და დიპლომატების ნაცვლად ბუტაფორია გაგზავნა".