ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რუსებმა სავარაუდოდ С-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ თავდასხმის დროს სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

მათივე თქმით, ნანგრევებში კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება, თუმცა დაშავებულების ან გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.