რუსეთმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყო. რუსი Z-ბლოგერების და გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებიდან დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რუსეთის მხრიდან კონტრშეტევას ახორციელებს საზღვაო ქვეითების 155-ე ბრიგადა და საჰაერო-სადესანტო ძალების 51-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკი, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით.

უკრაინული გამოცემის თანახმად, რუსებმა მოახერხეს მდინარე სეიმზე ჯავშანტექნიკის გადასროლა - „რუსმა სამხედროებმა დაიწყეს აქტიური საიერიშო მოქმედება, გადაისროლეს ჯავშანტექნიკა მდინარე სეიმზე, შემდეგ კი უფრო პატარა მდინარეებზე. კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ თავისი კონტროლის ქვეშ დაბრუნებული კორენევოდან და სნაგოსტიდან“, - ნათქვამია უკრაინული რესურსის ტელეგრამის არხში.

რუსი Z-ბლოგერების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 11 სექტემბრის ბრძოლების მიხედვით, რუსებმა შეძლებს კონტროლის აღდგენა რამდენიმე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე.

უკრაინის მთავარსარდლობის მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

უკრაინული და დასავლური საინფორმაციო საშუალებებისა და OSINT ანალიტიკოსების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ დასახლებული პუნქტი სნაგოსტის დაკავება შეძლეს.