უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ბელგოროდში, შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაპროექტი „ასტრა“ ავრცელებს, რომელიც ძირითადად Telegram-არხის ფორმატში ფუნქციონირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების შემუშავება და ტესტირება.
ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ასევე მუშავდებოდა უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც ადგილობრივი მიკროპროცესორის, „მილანდრის“ ბაზაზეა შექმნილი. თუმცა, უნივერსიტეტში აცხადებდნენ, რომ მისი გამოყენება სამოქალაქო მიზნებისთვის იყო დაგეგმილი. კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგადაღებისთვის.




