მოსკოვის ჩერტანოვოს რაიონში ავტომობილი აფეთქდა. კიროვოგრადის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.
Telegram არხების (Baza, Mash და Shot) ცნობით, აფეთქებულია ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივნისა და მრჩევლის, სერგეი ზავოროტნის Toyota Fortuner-ის მარკის ჯიპი. არსებული ინფორმაციით, 72 წლის ზავოროტნი ცოცხალია, თუმცა ის მძიმე მდგომარეობაში, ნამსხვრევებისგან მიღებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი ეზოდან გამოდიოდა. დარტყმის ტალღამ მძღოლი სავალ ნაწილზე გადმოაგდო. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირზე, უშუალოდ მძღოლის მხარეს იყო დამაგრებული.




