რუსეთში 18 სექტემბერს, 08:00 საათზე, ოფიციალურად დაიწყო სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაზე გაიხსნა. კენჭისყრა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, უბნები რეგიონებში ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე იმუშავებს.
სავარაუდოა, რომ დუმის ახალი მოწვევის 450 დეპუტატიდან ნახევარი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან აირჩევა, რაც ხალხს კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემის საშუალებას მისცემს. დანარჩენი 225 მანდატი პარტიული სიებით განაწილდება. სიაში 10 პარტიაა, რადგან ადრე არჩევნებში მონაწილეობისგან, ფორმალური მიზეზების გამო, პარტია "იაბლოკო" ჩამოაშორეს. ამასთან, "იაბლოკოს" კანდიდატები რუსეთის ფედერაციის რიგ რეგიონებში კვლავ წარმოდგენილნი არიან "ერთმანდატიანებს" შორის.




