რუსეთის რამდენიმე რეგიონში სავარაუდო უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების შედეგად მასშტაბური ხანძრები გაჩნდა. ცეცხლი მოედო მსხვილი ონლაინ-რეტეილერის, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრსა და კომსოლოვსკ-ნამ-ამურზე მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას.

რუსული მედიისა და მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ღამის საათებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სერიოზული ზარალი მიადგა ქვეყნის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.

სავარაუდო დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა მსხვილი ონლაინ-კომპანიის Wildberries-ის დიდ ლოგისტიკურ კომპლექსში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლმა ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. კომპანიის პრესსამსახურმა თანამშრომლების ევაკუაცია დაადასტურა, არიან დაშავებულებიც.

პარალელურად, ხანძარი გაჩნდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარეში მდებარე კომსოლოვსკ-ნამ-ამურის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში (რომელიც "როსნეფტის" შემადგენლობაში შედის). სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლის კერები.

რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალები იყო ჩართული. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ოფიციალური უწყებები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიყენებული ზიანისა და დაზარალებულთა ზუსტ რაოდენობაზე ინფორმაციას აზუსტებენ.