„ავტოსტატის“ მონაცემებით, რუსეთში ახალი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აგვისტოში წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 37,700 ერთეულს მიაღწია.

„აგვისტოს ბოლოს, 37,700 ახალი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს“, - განაცხადა „ავტოსტატის“ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი იარიგინმა.

მან აღნიშნა, რომ ზაფხულის ბოლო თვეში რუსეთში პარალელური იმპორტით ფიზიკური პირების მიერ იმპორტირებული ავტომობილების წილის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა.

იარიგინმა დასძინა, რომ ამ ავტომობილებს მთლიანი იმპორტის დაახლოებით 59% შეადგენდა.რუსეთში იმპორტირებული ახალი უცხოური ავტომობილების ყველაზე პოპულარული ბრენდი ჩინური „ჩანგანი“ იყო, ხოლო ყველაზე პოპულარული მოდელი - „ჯილი სითრეი“.

ახალი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის თითქმის 73% მოდის ჩინეთზე, 16% ყირგიზეთზე, 3% იაპონიიაზე და 2.5% ბელარუსიაზე.

ამასთან ერთად, რუსეთში ახალი და მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ, აგვისტოში 15%-ით შემცირდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ