რუსეთმა უკრაინაში, ზაკარპატიას ოლქში ელექტრო ტექნიკის მწარმოებელ ამერიკულ საწარმოზე იერიში მიიტანა.

"დახარჯეს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ზაკარპატიეში ამერიკული საწარმოს გასანადგურებლად. ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმო, ამერიკული ინვესტიცია. აწარმოებდა ისეთ მარტივ საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიც ყავის მანქანაა". - გამოეხმაურა იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსული იერიშის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ:

"ერთ-ერთმა რაკეტამ ჩვენს ყველაზე დასავლეთ რეგიონში, დააზიანა ელექტრონიკის მწარმოებელი ამერიკული საწარმო, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. სრულიად სამოქალაქო ობიექტი, რომელსაც ჯართან და თავდაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არანაირი სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, მხოლოდ ტერორი უბრალო ხალხის, ბიზნესისა და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების მიმართ".