რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 კი დაიჭრა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობებით, ოკუპანტებმა რაისკოესა და სვიატოგოროვკაში 2 ადამიანი მოკლეს, კონსტანტინოვკაში - 1.
რაისკოეში, ბელოზერსკოეში, ნიკოლაევკასა და სლავიანსკში თითო ადამიანი დაიჭრა. რეგიონში დაღუპულთა საერთო რაოდენობა ოფიციალურად 3,417-ს შეადგენს.