ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მედია ავრცელებს.

რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა ეცნობებინა, არსებობს თუ არა საგანგებო სიტუაციების დროს 600 მეგავატი ოდენობით ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ინტერ რაოს" წევრმა ალექსანდრა პანინამ სრულიად რუსეთის სატარიფო კონფერენციის კულუარებში.დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას, აზერბაიჯანს და საქართველოს. ვკითხეთ, აქვს თუ არა მათ ენერგეტიკულ სისტემებს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტროენერგიის ჩვენთვის მოწოდების შესაძლებლობა, - თქვა პანინამ.

მისი თქმით, ავარიულ სიტუაციების შექმნის შემთხვევაში, ერთიანი ენერგოსისტემის ოპერატორის მოთხოვნით, „ინტერ რაო" მიმართავს ორ ენერგოსისტემას - საქართველოს და აზერბაიჯანის - თხოვნით, რომ თითოეულმა 300 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდება შეძლოს. კომპანიას პასუხი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ჯერ არ მიუღია, - დასძინა პანინამ.