რუსეთმა კიევს რეაქტიული დრონებით შეუტია. 

ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

მისი თქმით, დარტყმა დარნიცის რაიონში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელდა. შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

როგორც ვიტალი კლიჩკო განმარტავს, თავდასხმა ობოლონის რაიონში, საწყობებზეც მოხდა.