რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, ალი ლარიჯანისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრისას სერგეი შოიგუმ დაგმო გარე ძალების მიერ ირანის შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა და სამძიმარი გამოთქვა მრავალრიცხვოვანი მსხვერპლის გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ „კონტაქტების გაგრძელებაზე, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოზიციების კოორდინაციაზე“.
პრესსამსახურის ცნობით, შოიგუმ ასევე „გამოთქვა მზადყოფნა, განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2025 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე“.
თარგმანი: პირველი არხი




