რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კალუგისა და კურსკის ოლქების წინააღმდეგ დრონებით შეტევა განხორციელდა. მათივე მტკიცებით, რუსეთის  რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო – ერთი კალუგის ოლქის თავზე, ათი კი კურსკის რეგიონში.

„29 სექტემბრის ღამეს კიევის ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი იყო კალუგის ოლქის ტერიტორიაზე, 10 კი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კურსკის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, რეგიონის ხუთ დასახლებას და საავადმყოფოს  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.