ამის შესახებ ინფორმაციას, რეგიონალურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, რადიო „თავისუფლება" ავრცელებს

გეგმის მიხედვით, სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონებიდან ჯარი 10 ათასი კონტრაქტორით შეივსება, პერმის რეგიონიდან კი 9 ათასით.   

სამუშაოს ძირითად ნაწილს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები განახორციელებენ, გეგმის განხორციელებაზე კი პასუხისმგებლობას გუბერნატორები აიღებენ.

სააგენტო „გარდიანი" რეგიონალურ გამოცემა Vyorstka-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკისტების, არტილერისტების და სხვა სპეციალისტების დანაკარგის კომპენსირებას  სამხედრო კომისარიატები კონტრაქტორებით ცდილობენ.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც 1 აპრილს დაიწყება, 400 ათასი კონტრაქტორის მოძიებაა დაგეგმილი.