რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ივანოვოს ოლქში An-22 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„ივანოვოს ოლქში სარემონტო სამუშაოების შემდეგ საცდელი ფრენის დროს An-22 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

რუსული მედიის ცნობით, ადგილზე გაიგზავნა სამძებრო-სამაშველო ჯგუფი და კოსმოსური ძალების კომისია. ისინი ავარიის მიზეზს დაადგენენ.

როგორც ცნობილია, კატასტროფის მომენტში თვითმფრინავის ბორტზე სულ ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაიღუპნენ.

თარგმანი: პირველი არხი