რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას გულისხმობს.
რუსეთის გამოძიების მიხედვით, ელისაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ დაჯგუფებაში 2022 წლის მარტში გაწევრიანდა. გამოძიების მტკიცებით, ელისაშვილი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ იღებდა მონაწილეობას.