15 ივნისს ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე. ცეცხლი მიცვალების საკათედრო ტაძრის სახურავზეა“, - დაწერა მან ღამის დაახლოებით ორ საათზე.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ დააზუსტა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი პირდაპირი მოხვედრა გახდა.

„დადასტურებულია კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების აალება. წინასწარი მონაცემებით - პირდაპირი მოხვედრის შედეგად. ამჟამად ვადგენთ რუსების მიერ მიყენებული ზარალის ხარისხს. უსაფრთხოების პროტოკოლების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიებები ხანძრის ლოკალიზაციისთვის“, - განაცხადა ტიმურ ტკაჩენკომ.