ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

ამერიკული მხარის განცხადებით, დღეს 07:03 საათზე შუაევროპული დროით, ორმა რუსულმა SU 27-მა არაუსაფრთხოდ და არაპროფესიონალურად გადაუჭრეს გზა შავი ზღვის თავზე ფრენის დროს Reaper-ის  ტიპის  უპილოტო საფრენი აპარატს. ერთ-ერთმა რუსულმა გამანადგურებელმა Reaper-ის წინ საწვავი ჩაღვარა, მეორე გამანადგურებელმა კი აპარატის უკანა ნაწილზე დამონტაჟებული პროპელერი დააზიანა. 

Reaper-ის პროპელერის დაზიანებამ აიძულა აშშ საფრენი აპარატი შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ჩამოეგდო. 

ომის დროს რუსული და ამერიკული თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე არაერთი გაფრენას განახორციელებენ, მაგრამ პირველად მოხდა, რომ მათი პოტენციურად საშიში კონტაქტი.  

აშშ Reaper-ის უპილოტო საფრენ აპარატებს შავ ზღვაზე მონიტორინგისთვის ჯერ კიდე ომის დაწყებამდე იყენებდა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, Reaper-ის ტიპის დრონებს 15 კმ სიმაღლემდე შეუძლიათ აფრენა და აქვთ შესაძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეაგროვონ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია.