რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ხიდი, რომელზედაც მანქანები იყო ჩაინგრა. მედიის ინფორმაციით, ამ დროს ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა.

რუსული Telegram არხების ცნობით, ხიდის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზად აფეთქება სახელდება.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ხიდის ჩანგრევა ბრიანსკის ოლქის ვიგონიჩის რაიონში მოხდა.

მოსკოვის რკინიგზამ აღნიშნა, რომ ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩანგრევა და მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა "უკანონო ჩარევის" შედეგია.

ყველა დაშავებული და დაღუპული კლიმოვო-მოსკოვის მატარებლის მგზავრია, რომელზედაც ხიდი ჩამოინგრა.