რუსეთის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
1664203476
იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათგან 11 ბავშვია. დაშავებულია 39 ადამიანი.
დილით, იჟევსკის 88-ე სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხინშტეინის თქმით, დამნაშავე ამავე სკოლის კურსდამთავრებული, 1988 წელს დაბადებული პირია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაულის მოტივი უცნობია.