ამის შესახებ რუმინული მედია წერს.
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სიჰასტრიას მონასტრის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა 16:00 საათის მდგომარეობით 137.57% იყო.
2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შედგენილ მუდმივ სიებში 181 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან 63 საარჩევნო უბნებზე მივიდა ანუ მუდმივ სიებში რეგისტრირებულთა 34%.
„თუმცა, დამატებითი სიებით 186-მა ადამიანმა, რომლებიც იყვნენ სხვა ქალაქებიდან ან რაიონებიდან ჩამოსული მომლოცველები, მისცა ხმა და შესაბამისად, აქტივობამ 137%-ს გადააჭარბა“ - წერს მედია და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სიჰასტრიას მონასტრის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 146.96% შეადგინა.




