რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებს აქვეყნებს
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ევროსკეპტიკოსმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა ჯორჯ სიმიონმა. ხმების 99,65%-ის დათვლის შემდეგ მას 3 797 978 ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს, რაც ხმების 40,75%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, რუმინეთის დედაქალაქის მერი ნიკოშურ დანი. მას ხმა 1 954 178-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ხმების 20,96%-ს შეადგენს.
მმართველი კოალიციის კანდიდატს კრინ ანტონესკუს 1 882 871-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 20,21%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთში ნიკოშურ დანი კრინ ანტონესკუს დაახლოებით 100 000 ხმით ჩამორჩა, თუმცა მან საზღვარგარეთის უბნებზე მმართველი კოალიციის კანდიდატზე დაახლოებით 170 000 ხმით მეტი ხმა მიიღო.