NATO-ს წევრი ქვეყანა რუმინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი 17 ოქტომბერს მოხდა.
მისივე ცნობით, პატარა მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცე 14 კმ-მდე სიღრმეში შევიდა კონსტანტას სამხრეთ-აღმოსავლეთ საგრაფოში.
"რუმინეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი უკანონო დარღვევა გუშინ მოხდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დარღვევებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის უგუნურ ქცევას. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას",– წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.