უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს, რუსეთს - გარედან, მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ, - ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოს ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის ფაქტს.
"უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს ევროკავშირის გარედან განადგურება სურს. მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ. სწორედ ამიტომ ახლა გვჭირდება ეროვნული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - წერს მიხაელ როთი.
The Hungarian government wants to destroy the EU from within. Russia wants to destroy the EU from outside. They must not succeed. That is why we now need national measures against those responsible in Georgia for the rigged elections and violence against protesters. https://t.co/ZPdP6QTKES
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 10, 2024