გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"მაკრონის საუბარი ოლიგარქ ივანიშვილთან აშკარად უშედეგოდ დასრულდა. ცვლილებისთვის ევროპელ ლიდერს შეეძლო, პროევროპელ ქართველებს სტუმრებოდა სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატავად. ყველას ყურადღება საქართველოსკენაა", – წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "ქართული ოცნების" ცნობით, მაკრონმა სურვილი გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილი შეიტანოს. ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ელისეის სასახლემაც.