რომის პაპმა პუტინს "მსოფლიოს მფარველი ანგელოზის" მედალი აჩუქა

1562408380
რომის პაპმა ფრანცისკემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ფარგლებში, მას „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის“ მედალი აჩუქა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აქამდე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წერდა, რომ მედალს ას წელიწადში ერთხელ გადასცემენ ხოლმე. მისი თქმით, ბოლო 462 წლის განმავლობაში, პუტინი მისი მეხუთე მფლობელია.
ვლადიმირ პუტინისა და რომის პაპის შეხვედრა 4 ივლისს, ვატიკანში გაიმართა, შეხვედრამ დაახლოებით 4 საათს გასტანა. მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და სირიაში არსებული სიტუაცია, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთქმედება და აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები.
ვლადიმირ პუტინმა ფრანცისკეს აჩუქა ხატი, რომელზეც პეტრე და პავლე არიან გამოსახულები და აგრეთვე დისკი, რომელზეც ჩაწერილია რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „ცოდვა“.