ორთვიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპმა, ფრანცისკემ კლინიკა დატოვა. ინფორმაციას ვატიკანის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
გამოწერამდე პონტიფიკოსი ჯემილის სახელობის საავადმყოფოს აივანზე გამოიყვანეს, საიდანაც ის ხალხს მიესალმა და მხარდაჭერისა და ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი, მკურნალობას თავის რეზიდენციაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, 88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს.