ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა. პაპი ფრანცისკე მომხდარის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, საზოგადოებას კი მშვიდობისკენ მოუწოდებს.
პაპის თქმით, ძალადობა უნდა შეწყდეს. მან ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მძევლები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.
"შეშფოთებით და ტკივილით ვუყურებ ამბავს, რომელიც ბოლო საათებში ისრაელში განვითარდა. ძალადობა უნდა შეწყდეს. დავეხმაროთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფ მოსახლეობას მძევლების გათავისუფლებაში. ვილოცოთ მშვიდობისთვის. საკმარისია ომი. კმარა ძალადობა,"- აცხადებს პაპი ფრანცისკე.