აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთის ნავთობი, რომლის გადაზიდვაც საზღვაო გზით ხდება, სანქციებისგან კიდევ 30 დღით გათავისუფლდა.
ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წინა ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც სანქციებისგან ათავისუფლებდა რუსეთის ნავთობის ნაწილს, 16 მაისს ამოიწურა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურად ჯერ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ვაშინგტონმა რუსეთის ნავთობის მიმართ სანქციები შეამსუბუქა საწვავის კრიზისის ფონზე, რომელიც აშშ-ის და ისრაელის ირანთან ომის გამო დაიწყო.
ვადა, რომლითაც აშშ-მა მესამე ქვეყნებს რუსეთის ნავთობის შეძენის ნებართვა მისცა, უკვე მეორედ გახანგრძლივდა.








