გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტური საშინელებაა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ამჟამად ტურკის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დარტყმა ომის დანაშაულს“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.










