6 წლის მოპსმა სახელად ჯინი ლუმ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის 2026 წლის კონკურსში გაიმარჯვა. ის ამ ტიტულისთვის უკვე მეოთხედ იბრძოდა

2026 წლის "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის" კონკურსის გამარჯვებული ამერიკაში, კალიფორნიაში გამოვლინდა. ტიტული 6 წლის მოპსმა ჯინი ლუმ მოიპოვა.ჯ

ინი ლუს ისტორია განსაკუთრებით ემოციურია. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ძაღლი თავდაპირველად სამხრეთ კორეის მთებში იპოვეს. ის ძაღლის ხორცის მოვაჭრეებისგან გადაარჩინეს. მას შემდეგ ჯინი ლუმ სახლი იპოვა და უკვე ოთხი წელია, რაც  „სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბება და ყველგან იღიმება სადაც კი არ უნდა გამოჩნდეს".

ეს ჯინი ლუსთვის ტიტულის მოპოვების მეოთხე მცდელობა იყო. ორჯერ, 2023 და 2024 წლებში, ჯინი ლუ პრიზის გარეშე დარჩა, შარშან  მეორე ადგილზე გავიდა,  წელს კი მან პატრონი 5000 დოლარის ოდენობის პრიზით გაახარა.


კონკურსი, რომელიც წელს 50-ედ ჩატარდა ყოველწლიურად ტარდება და მიზნად იღებს თავშესაფრებიდან ცხოველების აყვანის პოპულარიზაციას. ჟიური ყურადღებას არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ძაღლის ხასიათსა და ისტორიაზე ამახვილებს.

წყარო: People, Today, The New York Times, ipress.ge

მოამზადა რაულ კაპანაძემ