ასეთი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ კვირა საღამოს, სლოვაკურ კერძო საინფორმაციო არხ ТА3-ის სადისკუსიო პროგრამა „პოლიტიკაში“ სტუმრობისას გააკეთა.
სლოვაკეთის ადგილი ევროკავშირშია; ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, მაგრამ კავშირის ფარგლებში უნდა იქნეს მიღებული ზომები მისი სიძლიერისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
„გადაწყვეტილებები ევროკავშირში უნდა იქნეს მიღებული და ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ვიქნებით მოთამაშეები თუ უბრალოდ დავაკვირდებით ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს?“ - იკითხა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა მცირდება და ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, ფიცოს თქმით, რუსების სიძულვილია.
„ცვლილებები მოხდება ევროპაში, რადგან განახლების გარეშე ევროკავშირს რეაგირების უნარი არაფერზე არ აქვს“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ ევროკავშირს ჰყავს თითქმის 500 მილიონი მოსახლე, აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ძალა აქვს და სუპერძალად ქცევის პოტენციალი.
პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი, ქალბატონი კალასი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამას საჯაროდ ვამბობ. მან კარგად იცის, რომ მისი მისამართით ბევრი კრიტიკული შენიშვნა მქონდა. ჩვენ კრიზისში ვიმყოფებით, საერთაშორისო კრიზისში და ევროპა ვერ ახერხებს რეაგირებას; ჩვენ არ გვაქვს საკუთარი საერთაშორისო პოზიცია. ჩვენი 20 საათი ვაცდით, სანამ ვენესუელაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ ჩვენ არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე გვჭირდება ძლიერი ლიდერობა“, - თქვა ფიცომ.
ტელეარხის სადისკუსიო გადაცემის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ფიცომ სოციალურ ქსელში ატვირთა, წამძღვარებული აქვს ტვიტი: ევროკავშირი შეიძლება ძლიერი იყოს რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, მაგრამ არა სამარცხვინოდ ჩავარდნილ კომისარ კაია კალასთან ერთად.




