"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან "მწვანე შუქი" აუნთეს ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს", - იტყობინება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.

მისი ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი 24 თებერვლამდე გამოქვეყნდება.

"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს "მწვანე შუქი" ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს. პაკეტი 24 თებერვლამდე, ომის წლისთავამდე უნდა გამოქვეყნდეს", - წერს ჟურნალისტი X–ზე.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანიების გამო ბლოკავდა ახალ პაკეტს უნგრეთი, თუმცა 20 თებერვალს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხელს არ შეუშლის ახალ ზომებს.