უკრაინა შვედეთის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ეს მოსაზრება Twitter-ზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გამოთქვა.

"უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს 33-ე წევრი, შვედეთი კი - 32-ე. უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად. ასეთი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის." - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ფინეთი 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი გახდა.