ირანი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია პარასკევს სტამბოლში ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ ორშაბათს დილას დაადასტურა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება და მოჰყვება იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ევროპის სამმა ქვეყანამ გააჟღერა, რომ მოლაპარაკებების განახლების წარუმატებლობის შემთხვევაში ირანს საერთაშორისო სანქციები ხელახლა დაეკისრება.
მოლაპარაკებები მას შემდეგ იმართება, რაც ე.წ. E3 ქვეყნებისა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა პირველად ისაუბრეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბბას არაღჩისთან მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
ეს სამი ევროპული ქვეყანა, ასევე ჩინეთი და რუსეთი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მხარეებად რჩებიან, საიდანაც აშშ 2018 წელს გამოეთიშა. შეთანხმება ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციებს უხსნიდა.
Reuters-ის ცნობით, E3 ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი გაააქტიურებენ გაეროს "სნეპბექ" მექანიზმს და აგვისტოს ბოლოს თეირანს სანქციებს კვლავ დაუწესებენ, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები - რომელიც ისრაელ-ირანის ავიაომამდე მიმდინარეობდა — არ განახლდება ან კონკრეტულ შედეგს არ გამოიღებს.