სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, სავარაუდოდ, ავიკატასტროფაში დაიღუპა — ამის შესახებ REUTERS წერს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია REUTERS-ს ორმა სირიულმა წყარომ დაუდასტურა.
REUTERS ორ სირიულ წყაროს ეყრდნობა. ერთ-ერთმა ალ-ასადის თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორიის ფოტო გამოაქვეყნა.
სირიის Air Il-76 თვითმფრინავი დამასკოდან სირიის დროით 4:55 აფრინდა. თვითმფრინავი ზღვისპირა უბნებისკენ გაემართა, სადაც რუსეთის საჰაერო და საზღვაო ბაზებია განთავსებული. 2:32 საათზე თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. 2:39 საათზე თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
"ის გაქრა რადარიდან, შესაძლოა ტრანსპონდერი გამორთული იყო, მაგრამ მჯერა, რომ უფრო დიდი ალბათობაა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს…", — განაცხადა სირიელმა წყარომ Reuters-თან.
აჯანყებულები დამასკში 8 დეკემბერს შევიდნენ. მათვე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადმა დედაქალაქი დატოვა და თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.