თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, - უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან იგი "ევროპის განუყოფელი ნაწილია".
"ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროპისთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება გადარჩენა, როგორც გლობალური მოთამაშის თურქეთის გარეშე. ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია", - თქვა ერდოღანმა თურქეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე.
ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი "ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დასხმის გარეშე ეპოვა".
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება", - განაცხადა ერდოღანმა.