თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს დაჯგუფება ჰამასს.
"ვერავინ გვაიძულებს, რომ ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად მივიჩნიოთ. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად ესაუბრება ჰამასის ლიდერებს და მტკიცედ უჭერს მხარს მათ", - თქვა მან სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.
ერდოღანი ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია ღაზის ომის შემდეგ, რომელიც დაიწყო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს არაერთხელ უწოდა "ტერორისტული სახელმწიფო" და დაადანაშაულა ღაზაში "გენოციდში".