ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სტიქიური უბედურების ზონაში ყოფნის დროს გააკეთა

„მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, რომლის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო, 14 014 ადამიანს მიაღწია, დაშავდა თურქეთის 63 794 მცხოვრები", - განაცხადა გაზიანთეფში ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწისძვრის შემდეგ სახელმწიფომ გამოიყენა ყველა რესურსი ფართომასშტაბიანი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ხელისუფლება მიზნად ისახავს ყველა მოქალაქე, ვინც სტიქიის ზონაში სახლები დაკარგა, ახალი საცხოვრებლებით უზრუნველყოს ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ 2-3-4 სართულიანი სახლების აშენებას, - განაცხადა პრეზიდენტმა.