ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.

"ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ", – წერს რასა იუკნევიჩიენე.