ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, როსან ჟელიაზკოვმა 11 დეკემბერს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ წარუმატებლობის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ჟელიაზკოვმა გადადგომა პარლამენტში უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრის გამართვის წინ ტელევიზიით გამოაცხადა.

"ჩვენი კოალიცია შეიკრიბა, განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხისმგებლობით უნდა მივიღოთ," თქვა ჟელიაზკოვმა მიმართვისას.

"ჩვენი სურვილია, იმ დონეზე ვიყოთ, რასაც საზოგადოება მოელის. ძალაუფლება ხალხის ხმიდან მომდინარეობს." - დაამატა მან.