პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მოსკოვის დახმარებას ნიშნავს.
მისივე თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბლოკავს.
„მოსკოვი მხარს უჭერს ორბანს, რადგან ის საბოტაჟს უწევს ევროკავშირს, ბლოკავს სანქციებსა და უკრაინის დაფინანსებას. ასე რომ, ყველა, ვინც ორბანს უჭერს მხარს, მოსკოვს ეხმარება. რეალურად, საქმე ასე მარტივადაა,“ – წერს რადოსლავ სიკორსკი.
Moskwa wspiera Orbana bo ten sabotuje Unię Europejską, blokuje sankcje i pieniądze dla Ukrainy.
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) March 27, 2026
A więc ten, kto wspiera Orbana, pomaga Moskwie.
To jest naprawdę tak proste.




