ასეთ შეთავაზებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავისი სოციალური ქსელიდან აკეთებს
„ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო არ შეუძლია ავია-საწვავის მიღება, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ჩარეულიყო ირანის თავის მოკვეთაში, ვთავაზობ წინადადებას: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, გამოიჩინეთ გამბედაობა, წახვიდეთ სრუტეში და უბრალოდ აიღოთ იგი. თქვენ მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა; აშშ აღარ დაგეხმარებათ, ისევე როგორც თქვენ არ დაგვეხმარეთ ჩვენ. ირანი არსებითად განადგურებულია. ყველაზე რთული უკვე გაკეთებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!“ - წერს დონალდ ტრამპი.




