ქუვეითის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით იერიში განხორციელდა, შედეგად აეროპორტის რადარების სისტემა დაზიანდა. აეროპორტმა რეგიონში ომის გამო, ყველა ფრენის შეჩერება დააანონსა.
ამის პარალელურად კი ბაჰრეინში განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განგაშის სირენები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაირთო. სოციალურ ქსელ X-შიგამოქვეყნებულ პოსტში უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, უახლოეს უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.




