ამის შესახებ „სკაი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს ცნობით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელმა დრონით თავდასხმის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ აღნიშნა, რომ თავდასხმამ ასევე დააზიანა აეროპორტის პირველი ტერმინალი.
„ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სიტუაცია ქვეყნის შესაბამისი ორგანოების სრული კონტროლის ქვეშაა და მოგზაურებისა და მუშაკების უსაფრთხოება უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სკაი ნიუსის“ ცნობით, დუბაიში, ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
დუბაიში, Fairmont The Palm სასტუმროს შესასვლელთან ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც, როგორც ამბობენ, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ნამსხვრევები ციდან ჩამოვარდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და „სკაი-ნიუსის“ მიერ დადასტურებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი ცეცხლი და კვამლი, წერს გამოცემა.
Fairmont Dubai Palm on fire. Heard loud explosion, stay safe pic.twitter.com/HLo8oS6dSc
— Alex | The Modern Freelancer (@alex_tfmg) February 28, 2026




