აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს, თუმცა არ გაუქმდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„სრულიად შესაძლებელია, ის გადაიდოს. პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატების გაგრძელება, რომელზეც ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს“, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდეა დაგეგმილი.




