ქართველ დიპლომატებს და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ლიეტუვაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ - ამის შესახებ Delfi წერს.

8 მაისს, ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ვიზის მოთხოვნა დაეკისრათ.

იანვრის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდა - ეს გადაწყვეტილება მათი ოჯახის წევრებსაც ეხებათ. ისინიც ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზის გარეშე მოგზაურობას და აღარ ექნებათ უფლება ისარგებლონ გრძელვადიანი ვიზების მისაღებად უფრო მარტივი და იაფი პროცედურის გამოყენებით.

Delfi-ს ცნობით, საქართველოს რიგითი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ევროკავშირში ვიზების გარეშე მოგზაურობას. ლიეტუვის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 21 მაისს დაამტკიცა და ხუთი სამუშაო დღეში ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობოს.