თურქული მედია: "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე შესაძლოა, თებერვალში გაათავისუფლონ
1579244398
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი), რომელიც უკვე 15 თვეა, თურქეთის ციხეში სასჯელს იხდის, შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. როგორც თურქული გამოცემა Dailysabah.com-ი წერს, ლავასოღლის პატიმრობის ვადა თებერვალში იწურება.
მედიის ცნობით, მინდია გორაძე, რომელიც ასევე "მინდია ლავასოღლის" სახელითაა ცნობილი, "ინტერპოლის" მიერ ძებნილ სიაში იმყოფებოდა.
38 წლის მამაკაცი 2018 წლის 25 ოქტომბერს, თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტრაპიზონში, თურქეთ – საქართველოს საზღვრიდან 430 კილომეტრში, საქართველო-თურქეთის საზღვართან დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდა. დაკავებული თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა.
თავდაპირველად, სასამართლომ იგი გაათავისუფლა, მაგრამ პროკურორების მოთხოვნით კვლავ დააკავეს. თურქეთმა გორაძე პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა გაათავისუფლოს.
2018 წლის ივნისში, ქართულმა სასამართლომ გორაძეს "ქურდულ სამყაროსთან კავშირის" ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფებთანაა კავშირში.
თარგმანი: თაკო ჩხაიძე




