აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ქარშხალ „ჰელენის" მიერ გამოწვეულ ნგრევის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 კაცამდე გაიზარდა.

„ასოშეიტედ პრესის"-ის ცნობით, 84 ადამიანი დაიღუპა ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში და ჯორჯიაში.

ტენესის შტატში ქარიშხლით გამოწვეული ნგრევის და წყალდიდობით შედეგად დაღუპვის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, მხოლოდ იუნიკოის ოლქში სულ მცირე 73 ადამიანი ივლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ჩრდილო კაროლინის გუბერნატორი როი კუპერი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა თანდათანობით, განადგურებული ინფრასტრუქტურის და ფართომასშტაბიანი წყალდიდობის გამო იზოლირებულ ადგილებში მაშველების შეღწევის პარალელურად გაიზრდება.